რასა იუკნევიჩიენე საგარეო საქმეთა კომიტეტზე - მოგიწოდებთ, უფრო თამამად ვუპასუხოთ სომხეთის გამოწვდილ ხელებს და რეალისტები ვიყოთ საქართველოსთან დაკავშირებით - „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება ევროპულ გზას, ეს არის კრემლის პროქსი რეჟიმი

მოგიწოდებთ, ვიყოთ რეალისტები საქართველოსთან დაკავშირებით - „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება ევროპულ გზას. ეს არის კრემლის პროქსი რეჟიმი. ზომები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც იბრძვიან ქუჩაში ევროპული საქართველოსთვის უკვე თითქმის ერთი წლის განმავლობაში, არის სანქციები და შეზღუდვები თავისუფალ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ყველა იმ პირის მიმართ, ვინც არის პასუხისმგებელი, მათ შორის, დეზინფორმაციის გამავრცელებელი არხების მიმართ , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ როდესაც „სპუტნიკსა“ და „Russia Today“-ს მუშაობა აქვთ აკრძალული, ევროსტრუქტურებში ჯერ კიდევ თავისუფლად მუშაობს ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც რასა იუკნევიჩიანეს თქმით, სიძულვილის ენას ავრცელებს ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ.

„როგორც ჩანს, სომხეთი ხდება ევროპისთვის იმედი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მაშინ, როდესაც საქართველო გამოიყურება სწორედ ისე როგორც, ეს თქვენ აღწერეთ. მსურს მოგიწოდოთ, რომ კიდევ უფრო თამამად ვუპასუხოთ სომხეთის მიერ ჩვენკენ გამოწვდილ ხელებს და ასევე, მოგიწოდებთ, რომ რეალისტები ვიყოთ საქართველოსთან დაკავშირებით. „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება ევროპულ გზას. ეს არის კრემლის პროქსი რეჟიმი. ზომები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც იბრძვიან ქუჩაში ევროპული საქართველოსთვის უკვე თითქმის ერთი წლის განმავლობაში არის სანქციები და შეზღუდვები თავისუფალ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ყველა იმ პირის მიმართ, ვინც არის პასუხისმგებელი, მათ შორის, დეზინფორმაციის გამავრცელებელი არხების მიმართ, რომელთაგან ერთ-ერთი ჯერ კიდევ თავისუფლად მუშაობს აქედან. „Russia Today“ და „სპუტნიკი“ აკრძალულია, მაგრამ „ქართული ოცნების“ არხი „იმედი“, მუშაობს თავისუფლად და ავრცელებს სიძულვილის ენას ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ. ასევე, მსურს ვიცოდე ევროკავშირის დახმარების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, იმიტომ, რომ უმეტესი ორგანიზაცია იდევნება რეჟიმის მიერ და მათ ამ დრომდე არ მიუღიათ დახმარება.“- განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის