შალვა პაპუაშვილი - ცრუ ნარატივების და მტრული რიტორიკის ფონზე, რომელსაც ვისმენთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან, რთულია გამორიცხო რაიმე მტრული ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ - ერთადერთი, რასაც ისინი აზიანებენ, აზიანებენ საკუთარ თავს

ცრუ ნარატივების ფონზე, რომელიც დღესაც გაგრძელდა, მათ შორის ევროკომისიის მხრიდან, ასევე დოკუმენტში და იმ მტრული რიტორიკის ფონზე, რომელსაც ვისმენთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან, რა თქმა უნდა, რთულია გამორიცხო რამე მტრული ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ელოდება თუ არა ევროკომისიის მიერ დღეს წარმოდგენილი გაფართოების ანგარიშიდან გამომდინარე საქართველოს შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ინტეგრაცია, ხალხებს შორის ურთიერთობა და ეს ყველაფერი ბრიუსელის ხელში არის ხალხების ნებაზე ზემოქმედებისა და ზეწოლის იარაღი.

„იმ ცრუ ნარატივების ფონზე, რომელიც დღესაც გაგრძელდა, მათ შორის ევროკომისიის მხრიდან, ასევე დოკუმენტში და იმ მტრული რიტორიკის ფონზე, რომელსაც ვისმენთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან, რა თქმა უნდა, რთულია გამორიცხო რამე მტრული ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ერთადერთი, რასაც ისინი აზიანებენ, აზიანებენ საკუთარ თავს, ამხელენ საკუთარ თავს, რომ ევროპული ინტეგრაცია, ხალხებს შორის ურთიერთობა ეს ყველაფერი მათ ხელში არის იარაღი ხალხების ნებაზე ზემოქმედებისა და ზეწოლისა, რასაც ქართველი ხალხი არ უშვებს, სწორედ ეს არის მოხშირებული მტრული რიტორიკის მიზეზი, რასაც ბოლო პერიოდში ვისმენთ.

ციხეში არ სხედან ოპოზიციონერები, ექიმები, იურისტები თუ ინჟინრები, ციხეში სხედან დამნაშავეები. ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ვერ აცნობიერებს კანონის უზენაესობას, როგორც ღირებულებას. როდესაც ევროკომისარი ასეთი დაბალი ღირებულებებით საუბრობს და ადამიანებს გამოარჩევს პოლიტიკური კუთვნილებით, ეს აჩვენებს იმას, რომ მას არ ესმის კანონის უზენაესობა ან მანიპულირებს - ორივე არის კატასტროფული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა