ევროკავშირის ელჩი - ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს - გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს

გაფართოების ანგარიში საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საქართველომ კანდიდატის სტატუსიც დაკარგოს.

„ევროკავშირის გაფართოება იმ ქვეყნების ნებაყოფლობით განაცხადს ეფუძნება, რომელთაც გაწევრიანება სურთ. ამის შემდეგ გადაწყვეტილება თავად ევროკავშირმა უნდა მიიღოს, განაცხადთან დაკავშირებით. როგორც ევროკავშირმა, ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ. 2023 წლის დეკემბერში, ჩემი პროფესიული კარიერის ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ დღეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ის, რაც ამ მომენტის შემდეგ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხდება სერიოზული უკუსვლაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელ ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. გაფართოების ანგარიში სრულიად ნათელია. უკუსვლა არსებობს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში, ასევე, იმ პრინციპებთან დაკავშირებით, რომელზეც თავად ევროკავშირია დაფუძნებული“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, „ეს გაფართოების ანგარიში საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს“.

„თუ თქვენ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ სერიოზულად ხართ განწყობილი, მაშინ კურსი უნდა შეცვალოთ. ევროკავშირში გაწევრიანების ტრაექტორიაზე უნდა დაბრუნდეთ. ამის შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში ნათლად არის ნათქვამი და ეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას წარმოადგენს. ჩვენ აქ ვართ, არსად არ მივდივართ, გელოდებით, ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ, თავისი ხელისუფლებით, უნდა გაიაროს. ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება. ეს ძალიან მკაცრი, გამანადგურებელი ანგარიში გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს. გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს“, - აცხადებს ელჩი.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე