შალვა პაპუაშვილი - ზვიად ცეცხლაძესთან დაკავშირებით გავაკეთე პოლიტიკური და არა სისხლის სამართლებრივი შეფასება - „ტერორიზმი“ არის ასევე პოლიტიკური ტერმინი

მე ზვიად ცეცხლაძესთან დაკავშირებით გავაკეთე პოლიტიკური და არა სისხლის სამართლებრივი შეფასება, სისხლის სამართლებრივი შეფასება არის ბრალდების და სასამართლოს საქმე და მისი ქმედება სათანადოდ შეფასდა სასამართლოს მიერ, რის გამოც სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ჩემი ამოცანა არ არის სისხლის სამართლის შეფასებების მიცემა, მე ვაძლევ პოლიტიკური შეფასებას და ტერორიზმი არის, ასევე, პოლიტიკური ტერმინი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მან ფაქტს მისცა პოლიტიკური შეფასება.

„თაღლითობა არის დანაშაული და თაღლითობა არის პოლიტიკური ტერმინი, ქურდობა არის დანაშაული და ქურდობა შეიძლება, იყოს პოლიტიკური ტერმინიც, ყველაფერს შეიძლება, ანალოგი მოეძებნოს სისხლის სამართლის დანაშაულის სახით, მაგრამ ასევე არის პოლიტიკური ტერმინი. ტერორიზმი, შიდა ტერორიზმი, ამას ხაზს ვუსვამ, შიდა ტერორიზმის მაგალითი თავად აჩვენა. ტერორიზმი ზოგადად, ეს არის პოლიტიკური მიზნების ძალადობით მიღწევის სურვილი და იდეოლოგია, შიდა ტერორიზმი კი გახლავთ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური მიზნების ძალადობით მიღწევის იდეოლოგია, რაც ჩვენ ვნახეთ და მათ შორის მისი ჩანაწერი არის, რომლითაც ის პირდაპირ ინსტრუქციებს ხსნის, თუ როგორ უნდა მოხდეს თავდასხმა სხვადასხვა გზებით პოლიციაზე, როგორ უნდა მოხდეს ბარიკადების აგება, „მოლოტოვის კოქტეილები“, იქვე დაპირებას იძლევა, რომ კიდევ უფრო მძიმე რეცეპტებს მისცემს მოგვიანებით, ვისთანაც ის კონტაქტობს ამ ვიდეოს მეშვეობით. ამიტომ ტერორიზმი ეს არის პოლიტიკური შეფასება, პოლიტიკოსები არ საუბრობენ სამართლებრივ შეფასებაზე. მე მგონი, საკმარისად მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, რაც მას დაუდასტურდა და საკმარისად მძიმე მტკიცებულებები ვნახეთ მის მიმართ, ასე რომ, პოლიტიკური შეფასება, პოლიტიკური ტერმინი არის ტერორიზმი, ისევე როგორც, შეიძლება, იყოს სისხლის სამართლებრივი, როგორც თაღლითი, ქურდი ან სხვა ტერმინი, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს როგორც სისხლის სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური განზომილება. მე ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებებს და არა სამართლებრივს, ამაზე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს პარლამენტის პრეროგატივა არ არის და პოლიტიკურ შეფასებებს რაც შეეხება, აქ იმედია, ცენზურის დაწესების სურვილი არავის აქვს სასამართლოს გზით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე