მარტა კოსი - რეფორმების თვალსაზრისით ბოლო ერთი წლის განმავლობაში მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა გამოირჩა - მოლდოვა კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდ პროგრესს აჩვენებს

რეფორმების თვალსაზრისით ბოლო ერთი წლის განმავლობაში მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა გამოირჩა, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა 2025 წლის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მარტა კოსის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე წინ მონტენეგრო იმყოფება, თუმცა ევროკომისარმა აღნიშნა, რომ გასულ წელს მნიშვნელოვან პროგრესს ალბანეთმა, მოლდოვამ და უკრაინამაც მიაღწიეს.

„ბოლო ერთი წლის შედეგების მიხედვით, მოლდოვა კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდ პროგრესს აჩვენებს. მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ მიიწევს, ჰიბრიდული საფრთხეებისა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად“, - განაცხადა ევროკომისარმა.

მისი თქმით, „რუსეთის აგრესიული ომის შედეგად არსებული გამოწვევების მიუხედავად უკრაინა ევროკავშირისკენ გზაზე წინ მიიწევს“.

„უკრაინა ევროკავშირისკენ გზის მიმართ თავის ერთგულებას აჩვენებს. მნიშვნელოვანია წინსვლა შენარჩუნდეს და ნებისმიერი სახის უკუსვლის რისკის თავიდან აცილება მოხდეს, განსაკუთრებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნა მარტა კოსმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს