გრიგოლ გეგელია - დღეს ევროპული ინტეგრაცია დასრულებულია და ასე დარჩება, ვიდრე ქვეყანას მართავს დე ფაქტო რეჟიმში „ქართული ოცნება“ - რუსული კოშმარის კრიმინალური ბანდფორმირება

დღეს ევროპული ინტეგრაცია საერთოდ დასრულებულია და ის ასე დარჩება მანამ, სანამ ამ ქვეყანას მართავს დე ფაქტო რეჟიმში ე.წ. „ქართული ოცნება“, სინამდვილეში კი რუსული კოშმარის კრიმინალური ბანდფორმირება, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც ევროკომისიის მიერ დღეს წარმოდგენილ გაფართოების ანგარიშს ეხმაურება.

გრიგოლ გეგელიას თქმით, დაემხო „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მითი, რომლის თანახმადაც მოხდებოდა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია 2028 წელს, 2030 წელს თუ შემდგომ პერიოდში.

„მინდა, გამოვეხმაურო უმძიმეს და მართლაც გამანადგურებელ დასკვნას, რომელიც დღეს მოისმინა სრულიად საქართველომ და ცივილიზებულმა მსოფლიომ. დღეს ევროკომისარმა გაფართოების მიმართულებით ისევე, როგორც ევროპული კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოში ევროპული კავშირის ელჩმა, ბატონმა ჰერჩინსკიმ, ერთხმად განაცხადეს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია დასრულებულია „ქართული ოცნების“ პირობებში. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს არც ცუდი და მით უმეტეს, არც კარგი ევროინტეგრაციის პროცესი აღარ მიმდინარეობს. დღეს ევროპული ინტეგრაცია საერთოდ დასრულებულია და ის ასე დარჩება მანამ, სანამ ამ ქვეყანას მართავს დე ფაქტო რეჟიმში ე.წ. „ქართული ოცნება“, სინამდვილეში კი რუსული კოშმარის კრიმინალური ბანდფორმირება.

დაემხო „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მითი, რომლის თანახმადაც მოხდებოდა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია 2028 წელს, 2030 წელს თუ შემდგომ პერიოდში. ევროკავშირის ელჩმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეწყვეტილია, სანამ არ დასრულდება „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მმართველობა, სანამ არ შეწყდება დემოკრატიული უკუსვლა, სანამ არ გაჩერდება ანტიევროპული დეზინფორმაციის კამპანია, სანამ არ შეწყდება ძირითადი უფლებების სრული ეროზია და ფეხქვეშ გათელვა“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს