საპროტესტო აქციის მონაწილეს, ანა ბდეიანის სასამართლომ 5 000 ლარის ოდენობით სახდელი დააკისრა

საპროტესტო აქციის მონაწილეს, ანა ბდეიანის სასამართლომ 5 000 ლარის ოდენობით სახდელი დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ანა ბდეიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, მას 5 000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა.

ანა ბდეიანი 3 ოქტომბერს დააკავეს. მას შსს "გზის ხელოვნურად გადაკეტვას" ედავებოდა.