ვლადიმერ პუტინი - რუსეთი არა მხოლოდ მეზობლებთან, არამედ დედამიწაზე ყველა ერთან მეგობრობისკენ ისწრაფვის

რუსეთი დედამიწაზე ყველა ერთან მეგობრობისკენ ისწრაფვის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2005 წელს დაარსებული „ეროვნული ერთიანობის დღესთან“ დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„სირთულეების, პრობლემებისა და ტრაგედიების მიუხედავად, რაც სამწუხაროდ, დღეს ბევრია, რუსეთი მეგობრობისა და თანამშრომლობისკენ ისწრაფვის ყველასთან, არა მხოლოდ ჩვენს მეზობლებთან, არამედ დედამიწაზე ყველა ერთან“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, „რუსეთი უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთსასარგებლო კონტაქტებისთვის ღიაა“.

„ყველას მადლიერები ვართ, ვინც რუსეთს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს და ყოველთვის ღია ვართ ახალი ურთიერთსასარგებლო კონტაქტებისთვის, მრავალმხრივი კავშირების განვითარებისა და კულტურების ურთიერთგამდიდრებისთვის“, - აღნიშნა პუტინმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა