პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ საუდის არაბეთის პარლამენტში შეხვედრები გამართა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, კომიტეტის დელეგაციასთან ერთად, საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით რიადში იმყოფება.

პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საუდის არაბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალი ალ-აქლასთან და კომიტეტის წევრებთან, ასევე საუდის არაბეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან და წევრებთან.

"შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები მაღალ დონეზეა, თუმცა ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებას.

ქართულმა მხარემ საუდის არაბეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე, სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და ასევე, იმ ეკონომიკურ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.

საუდის არაბეთის პარლამენტის წევრებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ დაგეგმილ რეფორმებსა და 2030 წლის ხედვაზე ისაუბრეს. შეხვედრისას საინფორმაციო ტექნოლოგიების, განახლებადი ენერგიებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროებში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა საუდის არაბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვიეს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი, საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ თურნავა, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე და საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ვიქტორ სანიკიძე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე