ვიქტორ ორბანი - მინდა, შევახსენო პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები ერთხმად იღებენ - უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ყურადღებას მივაპყრობდი იმ ფაქტს, რომ ევროკავშირისგან უკრაინის მიერ მიღებული მხარდაჭერა უნგრეთის ფულსაც მოიცავს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უნგრეთი კიდევ ერთხელ უსაფუძვლოდ გააკრიტიკა.

„უნგრეთმა უკრაინიდან ლტოლვილები მიიღო, ომის დაწყებიდან უკრაინიდან ჩვენი საზღვარი 14 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადმოკვეთა. უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე 200 მილიონი ევრო დავხარჯეთ. სამწუხაროა, თუ ეს პრეზიდენტ ზელენსკისთვის არაფერს ნიშნავს. ასევე, პრეზიდენტის ყურადღებას მივაპყრობდი იმ ფაქტს, რომ ევროკავშირისგან უკრაინის მიერ მიღებული მხარდაჭერა უნგრეთის ფულსაც მოიცავს“, - აცხადებს ორბანი

მისი თქმით, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები ერთხმად იღებენ და უნგრეთი უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგია.

„მინდა შევახსენო პრეზიდენტს, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები ერთხმად იღებენ. ეს ნიშნავს, რომ ყველა წევრ სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, მხარი დაუჭიროს ან წინააღმდეგობა გაუწიოს ახალი წევრის მიღებას. უნგრეთი არ უჭერს მხარს და არც დაუჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ეს ევროპაში ომს შემოიტანს და უნგრელების ფულს უკრაინაში გაიტანს“, - აცხადებს ორბანი.

მისი განმარტებით, უნგრეთს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა უნდა დაამყაროს, გაწევრიანების გარეშე.

„ეს არის ჩვენი წინადადება. ჩვენ მომავალშიც ამ პოზიციას დავიცავთ, რადგან ამის ყველა უფლება გვაქვს“, - წერს ორბანი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!