თაკო ჩარკვიანი ადასტურებს, რომ სუპერმარკეტის თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებს შორის ერთ-ერთი ჯაკო ჩარკვიანია

სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებიდან ერთ-ერთი მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანია.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მისმა მამიდამ, თაკო ჩარკვიანმა განუცხადა, მისი ძმიშვილი დაკავებული არ არის, ის არ გამოუკითხავთ და არც არსად მიმალვას არ აპირებს.

ჩარკვიანის თქმით, მის ძმიშვილს მანანა გიორგობიანმა დაურეკა და დახმარება სთხოვა.

„ჩემი ინფორმაციით, ამ ქალმა [მანანა გიორგობიანი] დაურეკა, მცემენ და მიშველეო, ის ჯაკოს გარდაცვლილი მეგობრის დედაა. ვიდეოშიც ისმის ფრაზა, „ახლა მე ბიჭებს დავურეკავო“ და მერე ამბობს კიდეც, ამან, მეორემაც დამარტყა ხელიო. აბსოლუტურად შეცდომაში შეყვანაა ადამიანების... შვილის ხელა ბავშვებს რანაირად უნდა დაურეკო ქალმა, არ ვიცი.... გარდაცვლილი მეგობრის დედა რომ გირეკავს, მიშველე, მირტყამენ, მიშველეო, ჩახვალ, ადამიანური რეაქცია იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვამართლებ, ნამდვილად ასე იყო. ძალიან ბევრი თვითმხილველია“, - აცხადებს ჩარკვიანი.

ცნობისთვის, 2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ „სპარში“ ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მანანა გიორგობიანი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე