შინაგან საქმეთა მინისტრმა, კახეთში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაჭრილი თანამშრომელი მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ, კახეთში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაჭრილი თანამშრომელი სამედიცინო დაწესებულებაში მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, სამართალდამცველს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

სამართალდამცველს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობის დროს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ერთ-ერთი პირის მიერ, რომელზეც გაცემული იყო მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით განხორციელებული ინტენსიური ცეცხლის შედეგად, გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად, შეიარაღებული პირი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 34 პირია დაკავებული, ხოლო ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, მირზა ალიევმა ცეცხლი გახსნა სპეცრაზმის მისამართით, საპასუხო ცეცხლის შედეგად ის ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს