შეიძინეთ ბინა ფასდაკლებით ბიზნესკლასის ახალ საცხოვრებელ კომპლექსში „ქრონომეტრი ლისზე“

ბიზნესკლასის ახალ საცხოვრებელ კომპლექსში „ქრონომეტრი ლისზე“ ნოემბრის ბოლომდე ბინის განსაკუთრებული პირობებით შეძენაა შესაძლებელი. გადახდის ხელსაყრელი პირობების პარალელურად, საქართველოს ბანკის SOLO მომხმარებლები დამატებით 5% ფასდაკლებას მიიღებენ. ფასდაკლება ვრცელდება 20%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში.

„ქრონომეტრი ლისზე“ ახალი ბიზნესსკლასის საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც 9 სართული დაეთმობა საცხოვრებელ ფართებს, 4 სართული კი − ბიზნესცენტრს. მწვანე არქიტექტურა, შენობის გამორჩეული ფორმა, მწვანე ზონები, საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეები, პანორამული ხედები არა მხოლოდ ბინებიდან, არამედ ოფისებიდანაც, სრულყოფილი ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა ორდონიანი პარკინგი, ელეგანტური ლობი, თანამედროვე სამუშაო სივრცეები, სავარჯიშო დარბაზი, დახურული აუზი და სპა - „ქრონომეტრში“ ყველაფერია, რაც ჰარმონიული ცხოვრებისა და კომფორტული დასვენების შესაძლებლობას გაძლევთ.

ეს გახლავთ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ საცხოვრებელი პროექტი. „ქრონომეტრი“ სპეციალურად თქვენთვის ქმნის ცხოვრების წესს, რომელიც გაძლევთ თავისუფლებას, იმუშაოთ პროდუქტიულად, იცხოვროთ კომფორტულად და, რაც მთავარია, არ დაკარგოთ ბალანსი მათ შორის.

პროექტი ხელსაყრელი მდებარეობითაც გამოირჩევა. მარტივად უკავშირდება როგორც თბილისის ცენტრს, ისე - გასასვლელს და ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე, ჯანსაღ და კეთილმოწყობილ რეკრეაციულ ზონას, ლისის ტბას.

ლისზე მდებარე ბიზნეს კლასის მულტიფუნქციური კომპლექს „ქრონომეტრს“ ზურგს უმაგრებს სამშენებლო კომპანია „დაგი“, რომელსაც 20 წლის განმავლობაში 600-ზე მეტი კომერციული თუ ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს განხორციელებული. შეგახსენებთ, რომ „ქრონომეტრის“ მშენებლობა „საქართველოს ბანკის“ სრული მხარდაჭერით ხორციელდება, რაც „დაგის“ გამოცდილებასთან ერთად ხარისხისა და სანდოობის გარანტიაა.

პროექტზე მუშაობა 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო და დასრულება 2027 წლის ივნისში არის დაგეგმილი.

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში