ირაკლი კობახიძე - ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა

ჩვენ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში, შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ქართულ-ჩინური სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მონაწილეობს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს.

ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ვიზიტს ექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები სამომავლოდ.

"წლიდან წლამდე იზრდება საქართველოდან ექსპორტი ჩინეთში და ჩვენი ინტერესია, კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ბუნებრივია, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ძალიან წაგვადგება ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში. ასევე, ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, შევეხეთ ყველა მიმართულებას, სადაც შეიძლება, იყოს საინტერესო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარება. ჩვენ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ურთიერთობებში, შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ქართულ-ჩინური პარტნიორობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები.

ასევე ჩვენ გვქონდა შეხვედრა შანხაის მერთან. წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას შანხაისა და თბილისის დაძმობილების თაობაზე და მნიშვნელოვანია ქალაქებს შორის პარტნიორობის გაღრმავება. აქაც გვქონდა საუბარი ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე. მთლიანობაში საინტერესოდ გრძელდება ჩვენი ვიზიტი და დარწმუნებული ვართ, რომ ამ ვიზიტს ექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები სამომავლოდ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს