პრემიერი  - სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ  Eagle Hills-ის თემაზე, „ლელო" დაეშვა „ალტ-ინფოს" დონემდე, „ალტ-ინფო" - „ლელოს" დონემდე, ორივე არის ფსკერზე - მგონი, ხაზარაძეს თავადაც რცხვენოდა, როცა ლაპარაკობდა

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხით ხორციელდება ქვეყანაში.

„ინვესტიციის კუთხით არის უპრეცედენტო თავისი მასშტაბით, 6,5 მილიარდ დოლარზეა საუბარი. ასეთ დროს, როდესაც ახერხებენ სპეკულირებას, ეს არის ყველაფერზე მეტყველი ფაქტი. თავიდან „ლელომ" აწია ეს კამპანია, მეორე არის „ალტ- ინფო". ჯერ ვიფიქრე, რომ „ლელო" დაეშვა „ალტ-ინფოს" დონეზე, მერე ვიფიქრე, რომ „ალტ-ინფო" დაეშვა „ლელოს" დონემდე, საბოლოო ჯამში მივედი იმ დასკვნამდე, რომ ორივე არის ფსკერზე. ასეთია ამ ადამიანების რეალური სახე. ძალიან მძიმეა მათი მდგომარეობა, 6,5 მილიარდ დოლართან დაკავშირებითაც ახერხებენ სპეკულირებას, გარკვეულ ეტიკეტებს იყენებენ ამასთან დაკავშირებით, თითქოს უცხოელების ქალაქები შენდება საქართველოში და ა.შ. ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაციები. რაც შეეხება ბინის რეალიზაციას უცხოელებზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უცხოელი ავტომატურად იღებს საქართველოში ცხოვრების უფლებას. ბოლო წლების განმავლობაში საშუალოდ წლიურად 15 ათასი ბინა იყიდება უცხოელებზე, თუმცა ერთია ბინების რეალიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ამ კონკრეტული მშენებლობის სექტორის განვითარებისთვის და მეორეა, ვინ იღებს და ვინ არ იღებს საქართველოში ბინადრობის ნებართვას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ინვესტიცია ავტომატურად არ ნიშნავს ბინადრობის ნებართვას.

„ყველაფერს აკონტროლებს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, სასპეკულაციო არაფერია. სამარცხვინოა, რომ ვუსმენდი. მე მგონი, თავადაც რცხვენოდა ხაზარაძეს, როცა ლაპარაკობდა ასეთი სპეკულაციებით ამ პროექტთან დაკავშირებით. კაცი ბიზნესმენია, მას რეალურად ყველაზე კარგად ესმის, რომ არავითარი მინუსი არ აქვს ამ პროექტს და არის ძალიან დიდი პლუსი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ზოგადად მისი განვითარებისთვის და ასეთ დონემდე დაამდაბლეს, რომ ასეთი სპეკულაციებით ალაპარაკებენ 6,5 მილიარდ დოლარიან ინვესტიციაზე კაცს, რომელსაც ერთ დროს ერქვა ბიზნესმენი. სამარცხვინოა, „ლელო" დაეშვა „ალტ-ინფოს" დონემდე, „ალტ-ინფო" -„ლელოს" დონემდე, ორივე არის ფსკერზე, სინამდვილეში ეს არის ორივეს მდგომარეობა. რეალურად ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით, ეს არის ჩვენი საერთო პოლიტიკა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს