ელენე ხოშტარია - ევროკავშირის შეფასება არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო განაჩენი ,,ქართული ოცნებისთვის'', რომელმაც საუკუნის მნიშვნელობის სიკეთე პრაქტიკულად გაანადგურა

ევროკავშირის შეფასება არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო განაჩენი ,,ქართული ოცნებისთვის'', რომელმაც საუკუნის მნიშვნელობის სიკეთე პრაქტიკულად გაანადგურა, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას წერილშია აღნიშნული, რომელსაც „დროას“ „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ისტორია გვასწავლის, რომ ევროპის კარი მუდმივად ღია ვერ იქნება საქართველოსთვის.

„ეს არის ისტორიული შესაძლებლობა და გამოწვევა ჩვენთვის, ვისთვისაც ევროპის კარი ჯერ კიდევ შეღებულია. ის ვერ იქნება მუდმივად ღია. ამას გვასწავლის ისტორია და ევროპის კარის ბოლომდე გაღებას შევძლებთ მხოლოდ დიდი ძალისხმევით.

ამ ძალისხმევამ უნდა დაასრულოს რუსული რეჟიმი. ჩვენი დამოუკიდებლობის მამებს თავისუფლება იმისთვის არ გადმოუციათ ჩვენთვის, რომ ჩვენ ის რუსებს ჩავაბაროთ.

ყოველდღე ბრძოლის შემყურე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ისტორიულ შანსს არ დავკარგავთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მოსაპოვებელია. ბოლომდე!“, - ნათქვამია წერილში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს