ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო

ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველას შეუძლია, დაიცვას საკუთარი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოში, ამის სამართლებრივი შესაძლებლობა ყველას აქვს.

„ეს პარტია, კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, რასაც აკეთებდა მთელი ამ წლების განმავლობაში, ვიცით. განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ, როდესაც ეს ადამიანები აქტიურად შემოვიდნენ პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირი ფორმით ჩაერთნენ პოლიტიკაში. რასაც ისინი აკეთებდნენ, ეს იყო პირდაპირ კონსტიტუციის უხეში დარღვევა, ეს იყო არაკონსტიტუციური ქმედებები. შეგახსენებთ, რომ იყო გამუდმებული საბოტაჟი, რასაც ისინი აწარმოებდნენ ქვეყნის მთავარი კონსტიტუციური ორგანოს, საქართველოს პარლამენტის მიმართ. მათ ორჯერ თქვეს უარი პარლამენტის მანდატებით სარგებლობაზე, ხალხის მიერ მინიჭებული მანდატებით სარგებლობაზე და ისინი იყვნენ ჩართული ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის არაერთ მცდელობაში. ეს ყველაფერი სათანადოდ უნდა შეაფასოს საკონსტიტუციო სასამართლომ. მე ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა გერმანიის ელჩზე და აღნიშნა, რომ „მამუკა ხაზარაძეს არ უნდოდა გაემხილა, რომ მას ჰქონდა მიქირავებული საკუთარი სახლი გერმანიის ელჩზე, რაც პოლიტიკურად და დიპლომატიური კუთხით არის სრულიად არაკორექტული ნაბიჯი“.

„სამწუხაროდ ასეთი რაღაც მოხდა. კარგი იქნებოდა ასეთ ფაქტზე ქმედითი რეაგირება გერმანიის მხრიდან, თუმცა მაინცდამაინც ქმედითი ეს რეაგირება არ იყო. თუმცა ფაქტი ერთია, რომ ჩვენ ვხედავთ არაეთიკურ ქმედებებს კონკრეტული დიპლომატების მხრიდან, რაც მეტყველებს იმ რთულ მდგომარეობაზე, რომელიც დღეს ჩამოყალიბებულია ევროპულ ბიუროკრატიაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს