მეუფე ზენონი - ვინც არქიმანდრიტების დოროთე ყურაშვილისა და ილია თოლორაიას დასასჯელი ბრძანებები მოამზადეთ, რისგან გამოსწორებისკენ მოუწოდეთ: სამშობლოს სიყვარულისგან თუ ხალხის ტკივილის განცდისგან?

საეკლესიო სასჯელის ერთადერთი დანიშნულება არის ადამიანის გამოსწორება. ვინც არქიმანდრიტების დოროთე ყურაშვილისა და ილია თოლორაიას დასასჯელი ბრძანებები მოამზადეთ, რისგან გამოსწორებისკენ მოუწოდეთ: სამშობლოს სიყვარულისგან თუ ხალხის ტკივილის განცდისგან და ტკივილისგან? - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში წერს.

„ვთქვათ რამე გადაცდომა ან შეცდომა ჰქონდათ, ნუთუ არ გეუბნებათ თქვენი გონება ან გული, რომ სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალულებმა, არსებული უსამართლობის ზეობისგან და ხალხის ჩაგვრისგან შეძრწუნებულებმა გისაყვედურეს გულგრილობა. იცით, რით აღემატება ამ მოძღვრების მენტალობა თქვენს მენტალობას? მათ არაფერი აქვთ და არაფერს ეძიებენ. ყოველი ადამიანისთვის მოსულ ჯვარცმულ ქრისტეს გულწრფელად ქადაგებენ, რადგან დანამდვილებით ითავისებენ ადამიანში ქრისტეს მყოფობას. ამიტომაც ჩანს მათი სიტყვა და გულები მხნედ და შეუპოვრად“,- წერს ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა და სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განაწესა.

ამასთან, მათივე ცნობით, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედება აეკრძალა, „ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს“. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პატრიარქმა შესაბამისი გადაწყვეტილება „ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის“ გამო მიიღო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის