ნიკოლოზ სამხარაძემ საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საუდის არაბეთის სამეფოში პოლიტიკურ საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საუდ ალ-სატის შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტული საკითხები და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო არსებული სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის შემდგომში კიდევ უფრო ეფექტიან ათვისებას.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ სახელმწიფოს შორის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები მაღალ დონეზეა, რასაც ასევე ადასტურებს ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის ვიზიტების ხშირი ურთიერთგაცვლა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეფორმების განხორციელების გზაზე საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზე.

შეხვედრისას იმსჯელეს შავი ზღვის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ მხარეებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ აღნიშნულ რეგიონებში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.

ნიკოლოზ სამხარაძემ საუდის არაბეთს და მის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში