ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძე დააჯარიმა

ანტიკორუფციულმა ბიურომ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე დააჯარიმა. ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, საქმე ეხება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგებს, რომლის ფარგლებშიც შემოწმდა დეკლარირებული მონაცემების სისრულე და სისწორე.

როგორც ანტიკორუფციულ სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მამუკა ხაზარაძის დეკლარაციაში არ არის ასახული სრულყოფილი მონაცემები, მათ შორის მის მეუღლესა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შორის გაფორმებული უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება.

„ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განხორციელდა მამუკა ხაზარაძის 2025 წლის 27 იანვარს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც შემოწმდა დეკლარირებული მონაცემების სისრულე და სისწორე.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მრავლობითი დარღვევა, კერძოდ, მამუკა ხაზარაძის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არ არის ასახული სრულყოფილი მონაცემები, მათ შორის მის მეუღლესა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შორის გაფორმებული უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მამუკა ხაზარაძემ მონიტორინგის ფარგლებში ითხოვა დოკუმენტაციის წარმოდგენისათვის დამატებითი დროის მიცემა, რაც ბიუროს მხრიდან იქნა გაზიარებული, თუმცა მიუხედავად დამატებით მიცემული ვადებისა, მისი მხრიდან არ მოხდა ყველა საჭირო დოკუმენტაციის ბიუროსთვის წარმოდგენა, მათ შორის მამუკა ხაზარაძის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი მის სახელზე უცხოურ ბანკებში არსებული ანგარიშების ამონაწერები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მამუკა ხაზარაძე, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1-ელი პრიმა პუნქტის საფუძველზე დაჯარიმდა“,- აღნიშნავენ ანტიკორუფციულ ბიუროში.

ანტიკორუფციულ ბიუროში ჯარიმას ოდენობას არ ასახელებენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა