თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მხარდაჭერისთვის პასუხისგებაში მიცემული 7 პირის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მხარდაჭერისთვის პასუხისგებაში მიცემული 7 პირის პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას 7 ბრალდებულიდან ესწრება 4 ბრალდებული: ნანა ნეფარიშვილი, გიორგი კირთაძე, ლევან მოისწრაფიშვილი, ბადრი ნათობაძე.

ნათობაძის თქმით, ის ბრალს არ აღიარებს. „ჩემთვის წარდგენილი ბრალის არსი არ არის გასაგები. აქ სასამართლოში იმიტომ მოვედი, რომ მეთქვა ბრალს არც ვეთანხმები, არც ვაღიარებ და არც არსი მესმის… სიგიჟეში ვართ, რა“, - განაცხადა ბადრი ნათობაძემ მოსამართლის კითხვის საპასუხოდ.

ამის შემდეგ საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა პროკურორს ნათობაძემ.

სხდომას არ ესწრებოდნენ ბრალდებულები: ნოდარ ნიშნიანიძე, კაკო ტუღუში (“ენცო”), თამაზ მეფარიშვილი. პროკურორის თქმით, სამივე პირის მიმართ ძებნაა გამოცხადებული.

პროკურატურა ბრალდებული 7 პირიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს 6 პირის მიმართ, რადგან, მათი განცხადებით, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე

რაც შეეხება ერთ-ერთ ბრალდებულ ნანა ნეფარიშვილს, ბრალდების მხარემ მასთან დაკავშირებით 5 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს.

ამასთან, პროკურორ ვაჟა თოდუას თქმით, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ „ქურდულ სამყაროში“ მიიღეს გადაწყვეტილება, მკვლელობაში მონაწილე პირების ანგარიშსწორების შესახებ, აღნიშნული კი ეცნობა „ქურდული სამყაროს“ წევრებს და მათ მხარდამჭერებს, რომლებსაც დაევალათ მისი აღსრულება.

პროკურორის თქმით, ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი მიქაძე მოათავსეს ციხეში, ამის შემდეგ „კანონიერი ქურდები“ დაუკავშირდნენ „ქურდული სამყაროს” წევრებს, რომლებსაც დაევალათ გიორგი მიქაძეზე სადამსჯელო ოპერაციის განხორციელება, დავალება, კი კაკო ტუღუშმა(„ენცომ“) გასცა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მიერ, ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, 7 პირს კი – მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 პირს, საზღვარგარეთ მყოფ 4 პირს და ერთ „კანონიერ ქურდს“ - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე