გიორგი სიორიძე ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მამუკა ხაზარაძის დაჯარიმებაზე - „ქართულ ოცნებას“ ვურჩევ, საკუთარ კორუმპირებულ მთავრობას მიხედოს

მამუკა ხაზარაძე ჯერ კიდევ საპყრობილეში იმყოფებოდა, როდესაც მისმა ოჯახმა ეს ე.წ. გადაცდომა აღმოაჩინა და სახელმწიფოსთან ყველა ხარჯი გაასწორა - „ქართულ ოცნებას“ ვურჩევ, საკუთარ კორუმპირებულ მთავრობას მიხედოს, - ასე ეხმაურება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის დაჯარიმებას პარტიის წევრი გიორგი სიორიძე.

„ანტიკორუფციული ბიუროს გამოხტომა სხვა არაფერია თუ არა „ქართული ოცნების“ ისტერიკა, რომ რამენაირად „არაბული აფერა" გადაფარონ და საზოგადოებას ყურადღება არარსებულ თემებზე გადაატანინონ“, - აცხადებს სიორიძე.

ანტიკორუფციულმა ბიურომ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე დააჯარიმა. ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, საქმე ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგებს ეხება, რომლის ფარგლებშიც დეკლარირებული მონაცემების სისრულე და სისწორე შემოწმდა.

როგორც ანტიკორუფციულ სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მამუკა ხაზარაძის დეკლარაციაში არ არის ასახული სრულყოფილი მონაცემები, მათ შორის მის მეუღლესა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შორის გაფორმებული უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა