ბრალდებული ბადრი ნათობაძე მოსამართლეს - მე გიორგი მიქაძეს, მაგის ძმას, გიორგი ჯოხაძეს ვაგინე - გინებაზე უნდა მომცეთ წელი, მომეცით, დაარტყით ეგ ჩაქუჩი და მოვრჩეთ, რა

მე გიორგი მიქაძეს, მაგის ძმას, გიორგი ჯოხაძეს ვაგინე. გინებაზე უნდა მომცეთ წელი, მომეცით, დაარტყით ეგ ჩაქუჩი და მოვრჩეთ, რა, - ასე მიმართა ბრალდებულმა ბადრი ნათობაძემ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნანა შამათავას, სადაც „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მხარდაჭერისთვის პასუხისგებაში მიცემული 7 პირის პროცესი მიმდინარეობს.

ამასთან, ნათობაძემ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ „ქურდულ სამყაროსთან“ არანაირი შეხება არ აქვთ ბრალდებულებს, ნანა ნეფარიშვილს და გიორგი კირთაძეს, ამიტომ პროკურორს მათთან მიმართებით „საქმის საერთოდ შეწყვეტით“ მიმართა. ამასთან, მისი თქმით, „არაფერ შუაშია „ენცო“.

რაც შეეხება პირადად მასთან დაკავშირებით არსებულ ბრალდებას, ბადრი ნათობაძის თქმით, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა ნამდვილად მიაყენა გიორგი მიქაძეს პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა ეს ე.წ. ქურდული სამყაროს დავალებით არ გაუკეთებია.

ამასთან, მისი თქმით, ის 2016 წლიდან მსჯავრდებულია გიორგი ჯოხაძის ძმის მკვლელობის ბრალდებით.

„მე გიორგი მიქაძეს, მაგის ძმას, გიორგი ჯოხაძეს ვაგინე. გიორგი ჯოხაძის ძმის მკვლელობაზე 19 წელი მაქვს მისჯილი… მე ისეთ ციხეში ვარ, რომ ნებისმიერ პატიმარს მიაწვდის ხმა. ისე მოხდა, რომ მოიყვანეს (გიორგი მიქაძე).

19 წელია ვზივარ გიორგი ჯოხაძის ძმის მკვლელობაზე და ორი დღე ტელევიზორში ვისმენ, რომ ფსიქოლოგიურად ვავიწროებ (გიორგი მიქაძეს). გიორგი ჯიხაძის ძმა მოვკალი და მომცეს 19 წელი. ყველა სასამართლოზე ერთსა და იმავეს ვიტყვი, რა ტრადიციები, რის ტრადიციები. 2016 წელს მომცეს 19 წელი. მაგის ძმას შევაგინე. ჩემი და მაგათი ურთიერთობები არაფერ შუაშია აქ, თუ გინებაზე უნდა მომცეთ წელი, მომეცით...

(გიორგი მიქაძე ციხეში) გვერდზე არის, ვეძახი, ვაგინე. აქედან რომ წავალ ციხეში, რა, არ შევაგინებ? 34 კაცია დაკავებული, მერე ტელევიზორში ტიტრები მიდის „ომი დაიწყო კრიმინალურ სამყაროშიო“. არადა, არაფერ შუაშია ეს. ვართ 4 კაცი, მათ შორის ვარ მე, რომელიც ვზივარ სოსო ჯოხაძის მკვლელობაზე. სხვა დანარჩენებს კი არაფერთან შეხება არ აქვთ. მინდა, მართლა გაირკვეს ყველაფერი“, - განაცხადა ბადრი ნათობაძემ.

გიორგი კირთაძეს და ნანა ნეფარიშვილს მიმართ საქმის შეწყვეტის თაობაზე სხდომაზე პროკურორს კიდევ ერთმა ბრალდებულმა, ლევან მოისწრაფიშვილმა მიმართა, იმ არგუმენტით, რომ აღნიშნულ პირებს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი არ აქვთ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე