მიხეილ სარჯველაძე - არცერთი ბავშვი არ არის დარჩენილი ინსულინის გარეშე, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ - ინსულინის მწარმოებელი „ნოვო ნორდისკი“ არღვევს ვალდებულებებს, თუმცა „სანოფის“ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობას რისკი არ ემუქრება

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დიაბეტის დიაგნოზის მქონე ყველა პირი „სანოფი-ავენტისის“ წარმოებული ინსულინის საშუალებებით არის უზრუნველყოფილი, ხოლო რაც შეეხება ინსულინის მწარმოებელ მეორე კომპანია „ნოვო ნორდისკს“, მინისტრის განმარტებით, კომპანიამ ყოველგვარი ახსნის გარეშე დაარღვია ხელშეკრულება და დაგეგმილთან შედარებით ბევრად ნაკლები პრეპარატი გასცა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს, საქართველოში არცერთი ბავშვი არ არის დარჩენილი ინსულინის გარეშე, როგორც „ამის წარმოჩენას ზოგიერთები ცდილობენ“.

„ბოლო დღეებში, სამწუხაროდ ჭარბად მცდარი ინფორმაცია გავრცელდა დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით.

დიაბეტის დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი საქართველოში უპირველესად ბავშვები, სრულად არიან უზრუნველყოფილები სანოფი-ავენტისის წარმოებული ინსულინის საშუალებებით და ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ არსებობს, ეს არის საშუალება, რომელსაც ევროპის არაერთი განვითარებული სახელმწიფო მოიხმარს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რაიმე შეფერხების რისკი, ამ საშუალებით პაციენტების უზრუნველყოფაში, არ შექმნილა, არც დღეს არსებობს და არც შეიქმნება.

რაც შეეხება იმას, თუ რამ გამოიწვია მცდარი ინფორმაციის გავრცელება:

არსებობს საკმაოდ პოპულარული მეორე საშუალება ინსულინი, რომელსაც აწარმოებს კომპანია „ნოვო ნორდისკი”, დანიური კომპანია. წელს, 14 აპრილის გაფორმებული ხელშეკრულება გვაკავშირებს ამ კომპანიასთან, სამწუხაროდ, კომპანიამ პირველ ჯერზეც, ყოველგვარი ახსნის გარეშე დაარღვია ხელშეკრულება და მოგვაწოდა დაგეგმილთან შედარებით ბევრად ნაკლები პრეპარატი და ისინიც დაგვიანებით. ეს ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია, არსებობს შესრულების პრობლემები, განვიხილავდით მათ მიერ შემოთავაზებულ ყველა შესაძლო ვერსიას, თუმცა, დღემდე ეს კომპანია უხეშად არღვევს ნაკისრ ვალდებულებებს!

ჩავთვალეთ, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო მენეჯმენტის შედარებით დაბალი რგოლების მიზეზით გამოწვეული, რომელიც ზოგჯერ "ოზემპიკის" რეალიზაციით უფრო არიან დაინტერესებულები, რის გამოც გვქონდა კომპანიის მაღალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. გავემგზავრე და მათ შევხვდით ოქტომბერში. ჯერ ოქტომბერში დაგვპირდნენ უახლოეს მომავალში, ნოემბრის დასაწყისში მოხდებოდა მარაგის შევსება და ვალდებულებების შესრულება. ახლაც, დღესაც იწერებიან და ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მოწოდება. დღემდე მათი მხრიდან ვალდებულება შესრულებული არ არის.

ვითვალისწინებთ მათი მხრიდან ტიპი ერთი დიაბეტის მქონე პირთა მშობელთან კეთილგანწყობას და ვცდილობთ არ მივიღოთ ხისტი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ცალკეული ადამიანები მცდელობებს, აშკარად გამიზნული დამახინჯებულ ინფორმაციის გავრცელებთ შექმნან ხელოვნური აჟიოტაჟი, რათა შემდეგ ვინმემ პოლიტიკური სპეკულაციის საბაბად გამოიყენოს, მინდა მოვუწოდო:

დღეს, საქართველოში არცერთი ბავშვი არ არის დარჩენილი ინსულინის გარეშე, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ ზოგიერთები! რისკიც კი გამოირიცხება.

მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ მშობლები ცალსახად ინფორმირებულები არიან, იმის ჩათვლით რომ „სანოფის“ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობას არავითარი რისკი არ ემუქრება, რომ მედიკამენტის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ყველა ექიმი მზადაა ჩაერთოს მართვაში, იციან რომ საუბარია ძალიან მაღალი ხარისხის მედიკამენტზე, ამის მიუხედავად, ზოგი ამბობს, რომ ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ. ეს არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება! “,- აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს