მიხეილ სააკაშვილი - უნდა შევწყვიტოთ უცხოეთში ცალ-ცალკე სიარული და ვიაროთ ერთად, ეს საკუთარი თავის კასტინგი კი არა, ქვეყნის გადარჩენის საკითხია - უნდა შევწყვიტოთ ერთმანეთის ჩაჩეხვა, უნდა დავივიწყოთ ყველა ძველი წყენა

გუშინდელს შემდეგ, კიდევ ერთხელ ნათელი გახდა ოპოზიციური ერთობის აუცილებლობა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის განმარტებით, „ოპოზიციამ უნდა დაივიწყოს ყველა ძველი წყენა და ყველამ სამიზნე გაასწოროს ივანიშვილზე“.

„1) უნდა შევწყვიტოთ ცალ-ცალკე უცხოეთში სიარული, ეს სიარული საკუთარი თავის კასტინგი კი არა, ქვეყნის გადარჩენის საკითხია, უნდა ვიაროთ ყველამ ერთად და გამოვიდეთ ერთი ფრონტით. ცალ-ცალკე სიარული ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებზე.

2) უნდა შევწყვიტოთ ქართულ ოპოზიციურ არხებზე ერთმანეთის ჩაჩეხვა. ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი ფულს იყენებს თავისი თავის მაქსიმალურად წარმოსაჩენად და სხვების ჩასაჩექმად. ეს აზიანებს საერთო საქმეს.

3) უნდა დავივიწყოთ ყველა ძველი წყენა, ის თუ ვინ, როდის, რა პოზიციაზე იყო და ყველამ სამიზნე გავასწოროთ ივანიშვილზე. გუშინ, ერთი ტელეწამყვანი ამტკიცებდა, რომ მე სხვა ოპოზიციონერებს „გაყიდულები“ ვუწოდე. ეს არის სრული სიცრუე. ჯერ ერთი, ეს არ არის ჩემი ტერმინოლოგია და მეორე, შეიძლება პრეტენზიები მქონდეს, რომ ჩვენი თანამებრძოლები წარსულში არასწორად არჩევდნენ ალიანსებს, ცუდი აქტორების გავლენის ქვეშ ხვდებოდნენ, მაგრამ ამას დღეს ჩვენი საერთოდ აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ჩვენი საერთო მიმართულება ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი და ვიაროთ ამ მიმართულებით, გამარჯვებამდე. ძალა ერთობაშია!“ - წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა