თაზო დათუნაშვილი - მთავრობამ საგანგებოდ, საიდუმლოდ გადაწყვიტა, რომ კომერციული საიდუმლო გრიფი დაედო Eagle Hills Georgia -სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას - ამ ყველაფრის უკან იმალება სერიოზული პრობლემა

მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებში გამოიწვია ბუნებრივი აღშფოთება და საყოველთაო ინტერესი არაბული ქალაქების მშენებლობამ კრწანისსა და გონიოში, მთავრობამ სახელდახელოდ, საგანგებოდ, საიდუმლოდ გადაწყვიტა, რომ კომერციული საიდუმლო გრიფი დაედო Eagle Hills Georgia -სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას. საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში არსებული ქართული მიწა, 9 მლნ კვადრატული მეტრი სხვისდება ისე, რომ მას ამ ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროებას მთავრობა არ ახდენს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე სამშენებლო კომპანიაზე Eagle Hills Georgia- ზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თაზო დათუნაშვილმა განმარტა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა, რასაც ხელისუფლება აკეთებს.

„ვკითხულობთ ამონარიდს: „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საინვესტიციო ხელშეკრულება და აქციონერთა შეთანხმება, ასევე მათი თანმხლები დოკუმენტები მიჩნეულ იქნეს საიდუმლოდ“. ამ ე.წ. მთავრობის განკარგულებას ხელს აწერს ე.წ. პრემიერი ირაკლი კობახიძე. ეს ამონარიდი არის მთავრობის დადგენილებიდან, რომლითაც სასწრაფო წესით, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებში გამოიწვია ბუნებრივი აღშფოთება და საყოველთაო ინტერესი არაბული ქალაქების მშენებლობამ კრწანისსა და გონიოში, მთავრობამ სახელდახელოდ, საგანგებოდ საიდუმლოდ გადაწყვიტა, რომ კომერციული საიდუმლო გრიფი დაედო Eagle Hills Georgia -სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას. საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში არსებული ქართული მიწა, 9 მლნ კვადრატული მეტრი სხვისდება ისე, რომ მას ამ ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროებას მთავრობა არ ახდენს. ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა, რასაც ხელისუფლება აკეთებს. სრული სამართლებრივი აბსურდი! ძალიან კონკრეტული სამართლებრივი ჩარჩო გააჩნია იმას, თუ რას ნიშნავს კომერციული საიდუმლოება, რაც უნდა მოიცავდეს. ერთ-ერთი პუნქტი, რომელზეც შეიძლება ვისაუბროთ, არის ის, რომ კომერციული საიდუმლოება უდგება ისეთ საკითხებს, რომლის გასაჯაროებამაც, შესაძლოა კონკურენტული უპირატესობა დააკარგვინოს კონკრეტულ პროექტს. მეგობრებო, ამ დადგენილებით მშენებლობის კონტრაქტი გააჩერეს, მშენებლობის კონტრაქტს დაადეს „გრიფით საიდუმლო“.

არ გვეუბნებიან მშენებლობის კონტრაქტი რისგან შედგება, ბეტონია ჯადოსნური, თუ რა წერია, რომლის გასაჯაროებაც გამოიწვევს კონკურენტული უპირატესობის დაკარგვას Eagle Hills Georgia -სთვის, ეს გაუგებარია. ამ ყველაფრის უკან იმალება სერიოზული პრობლემა. ვითხოვთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, გასაჯაროვდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეები 600 მილიონი დოლარის ღირებულების 9 მილიონ კვადრატული მეტრის მიწას რაღაც კომპანიაში რომ დებენ, დანარჩენი ფული, ამ კომპანიის მესამედ წილად, დანარჩენი 2/3-ის შესაბამისი ინვესტიცია გვაჩვენონ რომ არსებობს. ეს არის ერთადერთი სწორი ქცევა, გაესაჯაროებინათ ეს ინფორმაცია, მოეწოდებინათ ეს ინფორმაცია, ეთქვათ რეალურად რასთან გვაქვს საქმე, აფერასთან, როგორც ამას ჩვენ ვუყურებთ, უძრავი ქონების დეველოპმენტის სქემასთან, თუ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შემოსულ ინვესტიციაზე. ეჭვებს იწვევს ამ კომპანიის ქცევები, რომელიც კარგად შევისწავლეთ სერბეთში, ალბანეთში და სხვა. განსაკუთრებით თვალსაჩინოა სერბული მაგალითი, სადაც ფაქტობრივად, არავითარ სარგებელს არ ნახულობს სახელმწიფო დღეის მდგომარეობით“, - აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო