თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაკო ჩარკვიანსა და კიდევ 4 პირს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ ძალადობის საქმეზე, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანსა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

პროკურორ გიორგი დოლაკიძის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები არსებობს, რის გამოც, მათ მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა, ისინი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს - 5-10-20 ათასი ლარის გამოყენებას ითხოვდნენ.

შემდეგი სხდომა 24 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალი წარდგენილი აქვთ: შოთა აფციაურს, დაჩი კეკლიას, ლევან გრძელიძესა და დავით პეტრიაშვილს, ხოლო ჯაკო ჩარკვიანს ბრალად ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.

დღესვე, სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულ მანანა გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მანანა გიორგობიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა ძალადობა. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება დაკავებულ 5 პირს, მათ შორის, ჯაკო ჩარკვიანს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო