გია ხუხაშვილი - პროტესტი ძალიან მაღალია, მინიმუმ 60-65% პროევროპულადაა განწყობილი, ამას უნდა კაპიტალიზაცია და კონსოლიდაცია - გინახავთ რომელიმე არმიას ომი მოეგოს სარდლობის გარეშე? სარდლობა არ გვივარგა, ამაშია პრობლემა

ქუჩის გადაკეტვა იქცა სარისკო, ექსტრემალური სპორტის სახეობად - არ არის ეს სპორტი, ეს არის პოლიტიკა, რომელსაც სჭირდება პიკი და პიკისკენ აღარ მიდის ეს ყველაფერი, არამედ სტაგნაციისკენ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი" რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა.

გია ხუხაშვილის თქმით, ნებისმიერი პროტესტი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი პროტესტი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. პროტესტი პროტესტისთვის კი არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ, არამედ რაღაცისკენ უნდა მიდიოდეს ეს ყველაფერი, უნდა იზრდებოდეს, ზვავივით უნდა წამოვიდეს და ნელ-ნელა გაიზარდოს. ეს არ ხდება. არ არის ეს სპორტი, ეს არის პოლიტიკა, რომელსაც სჭირდება პიკი და პიკისკენ აღარ მიდის ეს ყველაფერი, არამედ სტაგნაციისკენ. შეიძლება ვინმეს გული ვატკინე, მაგრამ ასეთია რეალობა და ვიღაცამ უნდა თქვას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის შეფასებით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობის 60-65%-ს, რომელიც პროევროპულადაა განწყობილი, არ უვარგა „სარდლობა“, რომელიც მათ კონსოლიდაციას მოახდენდა.

„პროევროპული განწყობები შეფერთხილია, მაგრამ თვითონ ხელისუფლებაც არ უარყოფს, რომ მაინც დომინანტურია. პროტესტი ძალიან მაღალია, მინიმუმ 60-65% პროევროპულადაა განწყობილი მიუხედავად "დიფ სთეითის" და აბსოლუტურად აღვირახსნილი პროპაგანდისა. ამას უნდა კაპიტალიზაცია და კონსოლიდაცია. დიდი არმიის კონსოლიდაციას სჭირდება სარდლობა. გინახავთ რომელიმე არმიას ომი მოეგოს სარდლობის გარეშე? სარდლობა არ გვივარგა, ამაშია მთელი პრობლემა. მარტო ხელისუფლება კი არ გვყავს არალეგიტიმური, ოპოზიციაც [არალეგიტიმური გვყავს]. ოპოზიციური ძალები ხალხთან უნდა მუშაობდნენ იმისათვის, რომ 60-65%-ის ნდობა დაიბრუნონ, ამ ხალხმა აღიარონ ისინი ლიდერებად და გაჰყვნენ მათ. ფაქტობრივად კომენტატორებად იქცნენ, ხალხთან მუშაობა საერთოდ დაივიწყეს ლიდერებმა. ერთადერთი კომუნიკაცია ტელევიზორია მონოლოგის რეჟიმში“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!