რუსეთმა უკრაინას რამდენიმე რეგიონს შეუტია, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსულმა დრონმა ღამით ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას დაარტყა, რის შედეგადაც მეოთხედან მეექვსე სართულამდე მდებარე ბინები განადგურდა.

„სამაშველო ოპერაციების დროს საგანგებო სიტუაციების თანამშრომლებმა 28 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის ხუთი ბავშვი. მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს“, - აცხადებენ სამაშველო სამსახურში.

ამასთან, რუსებმა დრონებით შეუტიეს ოდესის ოლქსაც. დარტყმების შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტში ხანძარი გაჩნდა.

ხარკოვის ოლქის პესოჩინის თემში რუსების მიერ მართვადი ბომბით განხორციელებული თავდასხმის შედეგაც რვა ადამიანი დაშავდა.

ამასთან, ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ზაპოროჟიეს, ვასილიევსკის და პოლოგოვსკის რაიონებზე რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს