ანდრეი სიბიგა - მსოფლიოში არავის სურს ამ ომის გაგრძელება - რუსეთის გარდა, პუტინი აგრძელებს ტერორს, რადგან თვლის, რომ შეუძლია გამარჯვება

რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული მასობრივი თავდასხმის შედეგად, რომელიც 450 დრონითა და 45 რაკეტით, მათ შორის ბალისტიკურით განხორციელდა, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, რუსული დარტყმები კვლავ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების წინააღმდეგ იყო მიმართული, გაანადგურეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და დააზიანეს რკინიგზის ქსელები.

„მსოფლიოში არავის სურს ამ ომის გაგრძელება - რუსეთის გარდა. პუტინი აგრძელებს ტერორს, რადგან ის კვლავ თვლის, რომ შეუძლია გამარჯვება და ყველა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. ამ ომის დასასრულებლად, ჩვენ გვჭირდება საკმარისი საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც პუტინს აიძულებს, შეჩერდეს“, - წერს სიბიგა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთს ენერგეტიკულ შემოსავლებს წაართმევენ, მისი ომის მანქანა შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმებით დაზიანდება და პუტინს აღარ ექნება ილუზიები, რომ მისი ტერორი მას სპეციალური ტრიბუნალის ბრალდების გარდა სადმე სხვაგან მიიყვანს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის