ბადრი ჯაფარიძე - ითქვა, რომ შესაძლებელია გირაოს უძრავი ქონებით ჩანაცვლება, ჩვენ განვიხილავთ ამ ვერსიას

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, განიხილავენ შესაძლებლობას, რომ მისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის შეფარდებული 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო, უძრავი ქონებით ჩანაცვლდეს.

აღნიშნული განცხადება ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მისი, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძისა და კიდევ 6 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პროცესი მიმდინარეობდა.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ეს პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშსწორების საუკეთესო მაგალითია.

„რაც შეეხება ბრალს, ხომ ხელის გულზე დევს - ეს არის პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშსწორების საუკეთესო მაგალითი, როდესაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, მოწმეც არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს იმ უმსგავსო ბრალდებას, რომელიც პროკურატურამ პირადად მე და მამუკა ხაზარაძეს წაგვიყენა.

როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც თავის თავს აჯობეს პროკურატურის წარმომადგენლებმა და, სამწუხაროდ, მოსამართლემ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაუდასტურა მათ ის, რაც სჭირდებოდათ - გირაოს შეფარდება ასტრონომიული რიცხვით.

კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ დღეს მართლმსაჯულება პრაქტიკულად არ არსებობს ქვეყანაში, არის სრულად დაქვემდებარებული, აბსოლუტურად ფეხქვეშ არის გათელილი კანონის უზენაესობა. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ქვეყანას უბრალოდ მომავალი ვერ ექნება იმიტომ, რომ შეუძლებელია, მართლმსაჯულება ასე იყოს დაკნინებული, პროკურორები და მოსამართლეები ასეთ მდგომარეობაში იყვნენ ჩაყენებულები და ასეთმა სახელმწიფომ იფუნქციონიროს.

საერთოდ არ გრძნობენ პასუხისმგებლობას მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ იციან, მოსამართლე დაუდასტურებს. არც კი იწუხებენ თავს, რომ მეტ-ნაკლებად გამართონ ესა თუ ის ბრალი“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ. გირაოს გადახდის ვადად კი 30 დღე განესაზღვრათ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე