ბრაზილიაში ტორნადოს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში ტორნადოს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტორნადომ ბრაზილიის სამხრეთში მდებარე პარანას შტატს დაატყდა, რის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და 437 დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ყველაზე მეტად ქალაქი რიუ ბონიტუ დუ იგუასუ დაზარალდა, სადაც ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები გადახადა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

ტორნადოს გამო პარანას შტატიდან 1000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„პარანას მოსახლეობის დახმარებასა და მათთვის ყველა საჭირო დახმარების გაწევას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ლულამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა