დიმიტრი პესკოვი - რუსეთი და ჩინეთი ბირთვული იარაღის გამოცდებს არ ატარებენ

რუსეთი და ჩინეთი ბირთვული იარაღის გამოცდებს არ ატარებენ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „ბირთვული იარაღის გამოცდას ყველა ატარებს“.

„ზუსტად ვიცით, რომ არც რუსეთი და არც ჩინეთი ბირთვული იარაღის გამოცდებს არ ატარებენ“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, „ბურევესტნიკისა“ და „პოსეიდონის“ მსგავსი ტექნოლოგია არცერთ ქვეყნას არ გააჩნია.

„ეს ნამდვილად ტექნოლოგიური გარღვევაა და სხვა არცერთ ქვეყანას არ გააჩნია“,-აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, რუსეთმა ბირთვული ძრავის მქონე ახალი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ და ბირთვული ძრავით აღჭურვილი წყალქვეშა აპარატი „პოსეიდონი“ გასულ თვეში გამოცადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე