ნატო-ში აშშ-ის ელჩი - ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს

ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ ევროპამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. ჩვენ ნატო-ში მათ ყოველთვის ორი რამის გაკეთებას მოვუწოდებთ. პირველი, უკრაინას უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა გაუწიონ. ეს ევროპული ომია და მისთვის თანხა ევროპელებმა უნდა გამოყონ. მეორე, მათ საკუთარ თავდაცვასა და უსაფრთხოებაში უფრო მეტი ინვესტიცია, უფრო სწრაფად უნდა ჩადონ. ჩვენ მათ ვეხმარებით, მაგრამ სისტემური პრობლემები აქვთ, რომლებიც უნდა მოაგვარონ“, - განაცხადა მეთიუ უიტაკერმა.

მისი თქმით, „უკრაინა მომავლისთვის საბრძოლო ლაბორატორიაა“.

„უკრაინაში მიმდინარე ომიდან უნდა ვისწავლოთ. უნდა დავინახოთ, რა იარაღი მუშაობს ბრძოლის ველზე და რა არ მუშაობს. ეს უნდა ვისწავლოთ როგორც ნატო-მ, ისე აშშ-მა, რათა მომავლისთვის მზად ვიყოთ“, - აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს