გიორგი კაკაურიძე - დღეის მდგომარეობით, ევროკავშირის სხვადასხვა უწყებასთან გრანტების მოზიდვაზე მუშაობა არ მიმდინარეობს - გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ბიუჯეტის მხარდამჭერ გრანტებზე მუშაობა არ გვექნება

დღეის მდგომარეობით, ევროკავშირის სხვადასხვა უწყებასთან გრანტების მოზიდვაზე მუშაობა არ მიმდინარეობს - გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ბიუჯეტის მხარდამჭერ გრანტებზე მუშაობა არ გვექნება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენისას განაცხადა.

„რაც შეეხება გრანტებს, გრანტების შესახებ ორი წლის წინ განცხადება გაკეთდა. ბიუჯეტის მხარდამჭერ გრანტებს ვერც 2025 წლის ბიუჯეტში ნახავთ. ჩვენ ამაზე არ ვმუშაობთ. დღეის მდგომარეობით, გრანტების მოზიდვაზე ევროკავშირის სხვადასხვა უწყებებთან მუშაობა არ მიმდინარეობს, ვინაიდან გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ბიუჯეტის მხარდამჭერ გრანტებზე მუშაობა არ გვექნება, თუმცა კრედიტების ნაწილში, რომელსაც თან სდევს გრანტები, მომავალ წელსაც გათვალისწინებულია დაახლოებით 50 მილიონ ლარამდე. ეს მიბმულია კონკრეტულ პროექტებზე - ვგულისხმობ ინფრასტრუქტურას, სადაც გრანტების კომპონენტიც არის ჩართული“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პირვანდელი ვერსიისგან შეცვლილი არ არის. როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, ამის მიზეზია ის, რომ მზადდება 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები და მას შემდეგ 2025 წლის ბიუჯეტის პარამეტრები გაირკვევა, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები აისახება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის