ნიკა მელია სასამართლოზე - წყლის შემოტანის  შესაძლებლობა არ მომეცით, ისედაც შემდგარი გაქვთ წყალი და ჩემი წყალი რას დაგიშავებდათ

წყლის შემოტანის შესაძლებლობა არ მომეცით, ისედაც შემდგარი გაქვთ წყალი და ჩემი წყალი რას დაგიშავებდათ, - ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანსა და შსს-ს წარმომადგენლებს.

დღევანდელ სხდომაზე ლისის ტბის ასახვევთან ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმე იხილება. სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ორი სამართალდამცველი. მელიას ამ საქმეში სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას ედავებიან.

როგორც ნიკა მელიამ სხდომაზე აღნიშნა, მას სამართალდამცველებისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

„არ იყო ადვილი ამ ყველაფრის მოსმენა. იმის გათვალისწინებით, რომ წინასწარ პროგნოზირებადია გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ მიერ გამოცხადდება. ვუსმენდი ამ ორ ცრუ მოწმე პოლიციელს, რომელთა მსგავსი მომრავლდა და რომელთა ანგარიშზე 200-მდე პატიმარია. ვსარგებლობ შესაძლებლობით და მოვიკითხავ ყველა პოლიტპატიმარს.

დღევანდელმა დღემ დამარწმუნა, რომ ყველაფერი არის გადაღეჭილი რუსული რიტუალი. რუსული რიტუალია, როცა უდანაშაულოს დამნაშავედ რაცხავთ. ეს არის შინაარსისგან გამოცლილი საქმე, რომელსაც დაარქვეს ადმინისტრაციული საქმე. მართლა გგონიათ, რომ ბიჭიკომ და ელიზბარმა დაგვაკავა მე ან ბევრი ჩვენი უცნობი ან ნაცნობი? ასეთი ფაქტები მომრავლდა, ეს გამოწვეულია რით - ეს ხდება რუსეთში, სადაც მსხვერპლი დამნაშავედ ცხადდება და ამის კალკირება ხდება აქ. ივანიშვილისთვის მტრული მოვლენაა სამართლიანი მართლმსაჯულება. თუ თქვენ მე მიყურებთ, როგორც რეალურ დამნაშავეს, მივიღებდი ამას. დღეს ხელისუფლებისთვის, რომელმაც ჩემი ჩათვლით ბევრი ადამიანი უმიზეზოდ დააკავა, მათ არცერთ სისხლის სამართლის საქმეს არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან.

ივანიშვილი საქართველოს უყურებს საქართველოს სამხრეთით, როგორც რუსეთის ტერიტორიას. ფაქტთან დაკავშირებით ვსაუბრობ. 5 თვის წინ აქ მეტად მოქნილობა იყო და ახლა ყველაფერი შეგიზღუდავთ. ადამიანები შეჩურთეთ იქ საიდანაც არაფერი ისმის.

ეჭვმიუტანლად ასეთი ჩვენება რატომ უნდა მიიღოთ? გასაგებია, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი. ცალკე ტრაგედიაა, ის რომ აქ მეგობრების სანახავად მოვედი და არა სიმართლის საძებნელად, ასეთ მდგომარეობაში ბევრი ადამიანია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მას მოსამართლემ მოუწოდა ფაქტთან დაკავშირებით ესაუბრა.

„ბატონო თორნიკე, ფაქტთან დაკავშირებით არ ვსაუბრობ? 5 თვის განმავლობაში საუბრის საშუალება არ მქონია და მომეცით ამის შესაძლებლობა. წყლის შემოტანის შესაძლებლობა არ მომეცით, ისედაც შემდგარი გაქვთ წყალი და ჩემი წყალი, რას დაგიშვებდათ. ივანიშვილი არის ბოროტი პაროდია. ყველა პატრიოტს გამძლეობას ვუსურვებ. ჩვენი თავისუფლების ბრძოლა თქვენც გეხებათ და თქვენც იქნებით დახსნილი ამ მარწუხებიდან. რთული იყო ლექსიკურად კორექტულად გადმომეცა სათქმელი, დღეს 2 ადამიანს ვუყურებდი და ამბობდნენ სამმა დაგაკავეთო, მაშინ როცა 50 პოლიციელი იყო. ბატონო მოსამართლევ, თქვენ გექნებათ ნანახი 2021 წლის ჩემი დაკავების სპეცოპერაცია. მეუბნებით, შემდეგ, რატომ არ ვიღებ ჭეშმარიტებად იმას რაც აქ ბატონმა ელიზბარმა და ბიჭიკომ თქვა. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე მე ვერ გამიტაცებდნენ? მინდა გისურვოთ გათავისუფლება“, - მიმართა ნიკა მელიამ მოსამართლეს და შსს-ს წარმომადგენლებს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე