დონალდ ტუსკი - თუ უკრაინა ომს წააგებს, პოლონეთში სიტუაცია რადიკალურად გაუარესდება

პოლონეთის გეოპოლიტიკური მომავალი ოპტიმისტურად გამოიყურება, თუმცა ყველაფერი უკრაინის ფრონტის ხაზზე არსებული კონფლიქტის მოგვარებაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა გამოცემა Gazeta Wyborcza-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თუ უკრაინა ომს წააგებს, ეს პოლონეთში სიტუაციის რადიკალურ გაუარესებას გამოიწვევს. ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძოს.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ უკრაინის დახმარებაზე, რადგან თუ ის ომს წააგებს, პოლონეთში სიტუაცია რადიკალურად გაუარესდება. მიუხედავად ამისა, მე ფრთხილ ოპტიმისტად ვრჩები. არ არსებობს ობიექტური მიზეზები, რის გამოც უკრაინამ უნდა წააგოს“, - აღნიშნა ტუსკმა.

ის ასევე გამოეხმაურა 9-10 სექტემბრის ღამეს მომხდარ ინციდენტს, როდესაც რუსულმა დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, ამას კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი უწოდა და აღნიშნა, რომ დრონების ჩამოგდების გადაწყვეტილება რთული იყო.

„არავის სურს შემთხვევით მესამე მსოფლიო ომის დაწყება. მაგრამ დანებება და პროვოკაციების ატანა არსაითკენ მიმავალი გზაა“, - აღნიშნა ტუსკმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა