ნიკოლა სარკოზიმ ციხე დატოვა

ნიკოლა სარკოზიმ ციხე დატოვა, - ინფორმაციას The Guardian-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი პარიზის „ლა სანტეს“ ციხიდან საკუთარ ბინაში მივიდა.

შეგახსენებთ, დღეს პარიზის სააპელაციო სასამართლომ ნიკოლა სარკოზის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

სასამართლომ დაასკვნა, რომ „მტკიცებულებების დამალვის, ზეწოლის ან შეთქმულების რისკი არ არსებობს“, რაც პატიმრობის გაგრძელებას გაუმართლებელს ხდის. თუმცა, სარკოზი სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ დარჩება.

სარკოზის ადვოკატმა, კრისტოფ ინგრეინმა განაცხადა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება მხოლოდ პირველი ნაბიჯია და რომ შემდეგი ნაბიჯი სააპელაციო სასამართლო პროცესია.

მოსალოდნელია, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის სააპელაციო სასამართლო პროცესი 2026 წლის მარტში დაიწყება.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს