გრიგოლ გეგელია - PACE-ის დელეგაციასთან საუბარი შეეხო რეპრესიულ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნების“ რეჟიმი - რაც დგას გამოწვევად ქართული დემოკრატიის წინაშე

საუბარი შეეხო ყველა იმ ძირითად საკითხს, რაც დგას, როგორც გამოწვევა, ქართული დემოკრატიის წინაშე, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგი განაცხადა.

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, საუბარი ასევე იყო ზოგადად პოლიტიკურ ვითარებაზე და სამოქმედო გეგმაზე.

„საუბარი შეეხო იმ რეპრესიულ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნების“ რეჟიმი, მათ შორის ცხადია, პარტიების აკრძალვის საკითხი, ასევე გასული არჩევნების საკითხი, ადგილობრივი არჩევნები, მომავალი გეგმები, თუ როგორ ვუყურებთ ქართული დემოკრატიის გადარჩენას, ზოგადად პოლიტიკური ვითარება და სამოქმედო გეგმა. ჩვეულებრივი შეხვედრა გვქონდა როგორც არის ხოლმე ყოველთვის, კონსულტაციურ რეჟიმში, სადაც ჩვენ ჩვენი შეხედულებები გავაცანით „ლელო-ძლიერი საქართველოს“ სახელით“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

კითხვაზე, შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი სანქციებზე, გრიგოლ გეგელია პასუხობს: „სანქციები არ არის ევროსაბჭოს ამ დელეგაციის პრეროგატივა“.

„ეს ევროსაბჭოს შესაბამისი წარმომადგენლობაა, ამიტომ არავითარი აზრი არ აქვს სანქციებზე საუბარს იმიტომ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არ არის წარმოდგენილი. სანქციები არ არის ევროსაბჭოს ამ დელეგაციის პრეროგატივა. ჩვენი გზავნილი სანქციებთან დაკავშირებით ყოველთვის არის ძალიან მკაფიო, კონკრეტული პირები, რომლებიც წარმოადგენენ „ქოცების“ ძალადობრივ რეჟიმს, უნდა იყვნენ მიზნობრივი სანქციების საგანი და არა ქართველი ხალხი. „ლელოს“ არასოდეს არ მოუთხოვია საქართველოს დასანქცირება, ქართველი ხალხის დასანქცირება, მათ შორის ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ან კანდიდატის სტატუსის შეჩერება“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში