ისრაელის ქნესეთმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ისრაელელის მკვლელობისთვის ტერორისტების სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს

ისრაელელმა კანონმდებლებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც ისრაელის მოქალაქეების მკვლელი ტერორისტებისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კანონპროექტს მხარი 39-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 16 კი წინააღმდეგი იყო.

კანონპროექტის თანამად, ისრაელის სასამართლოებმა სიკვდილით დასჯა უნდა მიუსაჯონ ისრაელის მოქალაქის ნაციონალისტური მოტივით მკვლელობის ჩამდენ პირებს, ამავდროულად, დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო სასამართლოებში მომსახურე მოსამართლეებს უფლება აქვთ, დამნაშავეებს სიკვდილით დასჯა უბრალო უმრავლესობით მიუსაჯონ და ამისთვის ერთსულოვანი გადაწყვეტილება საჭირო არ იყოს. კანონპროექტი ასევე გამორიცხავს რეგიონული სამხედრო მეთაურების მიერ ასეთი სასჯელების შეცვლის შესაძლებლობას.

კანონპროექტის საბოლოო დამტკიცებისთვის ის კიდევ ორი მოსმენით უნდა მიიღონ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა