პირს, რომელსაც, გამოძიების ინფორმაციით, შენიღბულად მოწყობილ სათბურში 300-მდე ძირი „კანაფის“ შემცველი მცენარე მოჰყავდა, პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - მას სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ინფორმაცია საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შემდგომი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, 2024 წლის გაზაფხულზე, ქალაქ თბილისში, თავის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მიწის სიღრმეში ააშენებინა სარდაფის ტიპის შენობა, რომელიც მისივე მითითებით სათბურად მოაწყვეს. ბრალდებულმა ზემოაღნიშნულ ე.წ. „სათბურის" სახურავი შესანიღბად დაფარა მიწით, ასევე შენიღბა სარდაფში შესასვლელი კარიც. ბრალდებულმა მის მიერ შენიღბულად მოწყობილ სარდაფში 283 ქოთანში უკანონოდ დარგო და მოჰყავდა ნარკოტიკული საშუალება კანაფის შემცველი მცენარე, რასაც შემდგომი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, იღებდა ქოთნებიდან და აშრობდა.

7 ნოემბერს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ბრალდებულის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთში მოწყობილ ე.წ. „სათბურში" ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც 283 ქოთანში უკანონოდ დათესილი და მოყვანილი 16 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის შემცველი მცენარე ამოიღეს. ასევე, ამოღებულია ბრალდებულის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, შემდგომი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 6 პაკეტად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1459.38 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა და 15 ძირი გასაშრობად მოჭრილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1500 გრამი ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი. უკანონო რეალიზაციისთვის პირობების შესაქმნელად, ბრალდებულმა დააფასოვა ხსენებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ამასთან, ბრალდებული ზემოაღნიშნულ სარდაფში (სათბურში) ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად ინახავდა ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთებსა და ხელსაწყოებს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით ( განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა), 260-ე კვარტა მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 265-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა'' ქვეპუნქტით ( განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში