მზია ამაღლობელი - ჩემი პატიმრობა რეჟიმის გადაწყვეტილებაა: იშვიათად ყოფილა კვირა, რომ ძალაუფლებაში მყოფი „ოცნების“ ლიდერები პროპაგანდისტული ეთერებიდან არ დამსხმიან თავს

ვერ ვეგუები ბრალდებულის ადგილს - ჩემი პატიმრობა რეჟიმის გადაწყვეტილებაა: იშვიათად ყოფილა კვირა, რომ ძალაუფლებაში მყოფი „ოცნების“ ლიდერები პროპაგანდისტული ეთერებიდან არ დამსხმიან თავს, - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, პატიმრობაში მყოფმა მზია ამაღლობელმა ქუთაისის სააპელაციოში სასამართლოში, პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, მის საქმეს კავშირი არ აქვს სამართალთან.

„ვერ ვეგუები ბრალდებულის ადგილს, მაგრამ საქალაქო სასამართლომ სილის გაწვნის გამო დამნაშავედ მცნო. მოსამართლე სახელაშვილმა 2 წლით გამიშვა ციხეში. ალბათ, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მადლიერი უნდა ვიყო. ეს ადამიანები ადარებენ იმ სასჯელს, რასაც პროკურატურა მოითხოვს და ამიტომ ფიქრობენ.

ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანები ბევრი არ არიან. მათ მინდა ვუთხრა, რომ ამ საქმეს კავშირი არ აქვს სამართალთან - არც ბრალდებას და არც მოსამართლეს.

ჩემი პატიმრობა რეჟიმის გადაწყვეტილებაა: იშვიათად ყოფილა კვირა, რომ ძალაუფლებაში მყოფი „ოცნების” ლიდერები პროპაგანდისტული ეთერებიდან არ დამსხმიან თავს.

უსამართლო სასამართლოზე დიდი ბოროტება არაფერი მგონია. არ უნდა შევეგუოთ, აქაც იმიტომ ვარ, ვასაჩივრებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოვითხოვ სამართლიან გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მზია ამაღლობელმა, რომლის სიტყვასაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, პროკურატურა მითხოვს რომ შეიცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დამნაშავედ იქნას ცნობილი. კერძოდ, პროკურატურა ბრალის ისევ დამძიმებას მოითხოვს - 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება მზია ამაღლობელიც. საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია, რომლის თავმჯდომარე მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილია.

ადვოკატებმა დარბაზის გაზრდის შუამდგომლობა დააყენეს. მოსამართლემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს და შესაძლოა, შემდეგ სხდომა უფრო დიდ დარბაზში ჩატარდეს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა