ილჰამ ალიევი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა

თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაურეკა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“11 ნოემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაურეკა.

სახელმწიფოს მეთაურმა ღრმა სამძიმარი გამოუცხადა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებსა და ახლობლებს, თურქეთის მოძმე ხალხს საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა უთხრა სატელეფონო ზარისთვის და გამოთქმული მწუხარებისთვის.

სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნულ იქნა, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები კონტაქტში იმყოფებიან ინციდენტთან დაკავშირებით”, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ