დანიამ უკრაინისთვის 210 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

დანიის მთავრობა და საპარლამენტო კომიტეტი უკრაინისთვის 1.4 მილიარდი დანიური კრონის (217 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის ახალი, 28-ე სამხედრო დახმარების პაკეტის დეტალებზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას უკრაინული მედია დანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით დაფინანსებას ე.წ. „დანიური მოდელისთვის“ (იარაღის წარმოება უკრაინაში) 100 მილიონი კრონის ოდენობით.

ამასთან, დანია დამატებით 370 მილიონ კრონს გამოყოფს PURL-ის ინიციატივისთვის - უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვისთვის - და 80 მილიონ კრონს საწვავისთვის, რომელსაც ნატო-ს მხარდაჭერისა და მომარაგების სააგენტოს მეშვეობით შეიძენენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე