რუსეთმა იაპონიის 30 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ტოკიოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთი 30 იაპონიის მოქალაქეს, მათ შორის იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს ტოშიჰირო კიტამურას, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.

ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ოფიციალური ტოკიოს მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით დაწესებული ე.წ. სანქციების საპასუხო ზომების ფარგლებში მიღებულია გადაწყვეტილება [იაპონიის 30 მოქალაქისთვის] რუსეთის ფედერაციაში შესვლის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყევის ცნობით, სიაში შედიან ჟურნალისტები და იაპონიის უნივერსიტეტების პროფესორები, ასევე იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი კიტამურა.

შეგახსენებთ, 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იაპონიის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს