POLITICO - უკრაინა ევროკავშირის სამიტს უმასპინძლებს, რათა ბლოკში გაწევრიანების პროცესი განბლოკოს

უკრაინის ქალაქ ლვოვში 10 და 11 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტი გაიმართება.

POLITICO წერს, რომ სამიტის მიზანია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მხარდაჭერა იმ ფონზე, როცა მოკავშირეები უნგრეთის მხრიდან წინააღმდეგობის გამო გამოწვეული შეფერხებების გვერდის ავლას ცდილობენ.

„ჩვენი განხილვების მთავარი აქცენტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე იქნება. შეხვედრა შესაძლებლობას მოგვცემს შევაფასოთ მიღწეული შედეგები, გავუზიაროთ მოსაზრებები შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის რეფორმებისა და ინტეგრაციის მცდელობების მიმართ“, - აღნიშნულია მოსაწვევ წერილში, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, დანიამ და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრმა, ტარას კაჩკამ მინისტრებს ერთობლივად გაუგზავნეს.

წერილში ხაზგასმულია, რომ შეხვედრა იქნება მკაფიო პოლიტიკური გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია.

„უკრაინაში შეკრებით, ჩვენ გავაგზავნით მკაფიო და ერთიან პოლიტიკურ გზავნილს, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ორმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სურთ უზრუნველყონ, რომ უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმების შემდეგი რაუნდი ოფიციალური დამტკიცების მოლოდინის გარეშე დაიწყონ. POLITICO-ს განმარტებით, ეს უკრაინას საშუალებას მისცემს სწრაფად იმოქმედოს, თუ უნგრეთის პროტესტთან დაკავშირებული ჩიხი მოგვარდება.

„იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მაქსიმალურად ბევრი რამ გავაკეთოთ ცვლილებების მოლოდინის გარეშე. თუ უნგრეთს ვეტოს უფლება აღარ ექნება, ჩვენ შევძლებთ დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ“, - განუცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე