დონალდ ტრამპის განცხადებით, ვალდებულება აქვს, BBC-ს უჩივლოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას აქვს ვალდებულება, უჩივლოს BBC-ს მისი გამოსვლის ნაწილის რედაქტირების გამო.

Fox News-თან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი 2021 წლის 6 იანვრის გამოსვლა „დაჩეხეს“ და ისე წარადგინეს, რომ მაყურებელი შეცდომაში შევიდა.

„მათ შეცვალეს ჩემი 6 იანვრის გამოსვლა, რომელიც იყო მშვენიერი, ძალიან დამამშვიდებელი გამოსვლა და ისე გააკეთეს, რომ რადიკალურად ჟღერდა. სინამდვილეში, შეცვალეს. რაც გააკეთეს, საკმაოდ წარმოუდგენელი იყო“, - აღნიშნა ტრამპმა.

კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა სამართლებრივ ქმედებებს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „ვფიქრობ, რომ ვალდებული ვარ, ეს გავაკეთო“.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადვოკატებმა BBC-ს წერილი მისწერეს, სადაც აღნიშნულია, რომ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ზარალის გამო იჩივლებენ, თუ კორპორაცია ბოდიშს არ მოიხდის და კომპენსაციას არ გადაიხდის.

BBC-ის პასუხის გასაცემად ვადა პარასკევს, ადგილობრივი დროით 22:00 საათამდე აქვს განსაზღვრული. BBC-მ განაცხადა, რომ პასუხს დროულად გასცემს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა