Reuters - კოლუმბიამ აშშ-თან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეწყვიტა

კოლუმბიამ აშშ-თან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეწყვიტა, - ინფორმაციას Reuters-ი კოლუმბიის პრეზიდენტზე, გუსტავო პეტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუსტავო პეტროს ცნობით, კოლუმბიის სადაზვერვო სამსახურები აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებთან ინფორმაციის გაზიარებას იქამდე შეწყვეტენ, ვიდრე აშშ კარიბის ზღვის აუზში ნავებზე თავდასხმებს არ დაასრულებს.

„ნარკოტიკებთან ბრძოლა კარიბის ზღვის აუზის ხალხის უფლებებთან შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი უნდა იყოს“, - განაცხადა პეტრომ.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ წყნარ ოკეანეში ნავებზე დარტყმებს ახორციელებს. აშშ-ის პრეზიდნეტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ნავებს ნარკოტიკები გადააქვთ. ბოლო მონაცემებით, აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნავებზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 75 ადამიანი დაიღუპა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს