იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანი - იაპონიის 30 მოქალაქისთვის რუსეთში შესვლის აკრძალვის გამო ტოკიომ მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

იაპონიის 30 მოქალაქისთვის რუსეთში შესვლის აკრძალვის გამო ტოკიომ მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, - ამის შესახებ იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანმა, მინორუ კიჰარამ განაცხადა.

მინორუ კიჰარამ იაპონიის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შესახებ რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას „სამწუხარო“ უწოდა.

„იაპონიის მიერ მიღებული ყველა ზომა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან გამომდინარეობს. ბრალის თავიდან აცილების ამ მცდელობას ვერ მივიღებთ“, - განაცხადა კიჰარამ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო უწყებამ გამოაცხადა, რომ ტოკიოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთი იაპონიის 30 მოქალაქეს, მათ შორის იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს ტოშიჰირო კიტამურას, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.

„ოფიციალური ტოკიოს მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით დაწესებული ე.წ. სანქციების საპასუხო ზომების ფარგლებში მიღებულია გადაწყვეტილება [იაპონიის 30 მოქალაქისთვის] რუსეთის ფედერაციაში შესვლის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა