ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრაზე - მაინც შედგება, უბრალოდ, ცოტა მოგვიანებით

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა დღის წესრიგში ისევ დგას.

„ის, რაც გადაიდო, მაინც შედგება. უბრალოდ არა მაშინ, როცა ჩვენ გვინდა, არამედ ცოტა მოგვიანებით“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, რადგან რუსეთს სურს მთელი დონეცკის ოლქის ხელში ჩაგდება შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევამდე.

ორბანმა განაცხადა, რომ ნახა 2022 წლის „სტამბოლის შეთანხმებების“ დოკუმენტები. მისი მტკიცებით, მოლაპარაკებები წარმატებასთან ახლოს იყო, თუმცა შეთანხმება „ანგლო-საქსებმა ჩაშალეს“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო